დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2602 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018392 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2602
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზოგიერთი ოფისისა და ობიექტის დაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად, საკუთარი სახსრებით, 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები