დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი ჯვარი მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 14 ნოემბრის №1557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2610 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018420 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2610
2014 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი ჯვარი‑მესტია -ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 14 ნოემბრის №1557 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად, „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი ჯვარი‑მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე სოფ. ლახამულას მიმდებარედ სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 14 ნოემბრის №1557 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი‑მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე, სოფ. ლახამულას მიმდებარედ, სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - საქართველოს სავტომობილო გზების დეპარტამენტი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი‑მესტია‑ლასდილის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე, სოფ. ლახამულას მიმდებარედ, საავტომობილო გზის განვლადობისა და მასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, 2013-2015 წლებში:
ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 102–ე კმ-ზე, სოფ. ლახამულას მიმდებარედ, სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამუშაოების განხორციელება;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.“;
გ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენების შედეგების დროებითი პრევენციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამუშაოების დაფინანსება 2013 - 2015 წლებში განახორციელოს შესაბამისი წლების ბიუჯეტების კანონებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამით (პროგრამული კოდი – 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები