საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიის დაბრუნების თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიის დაბრუნების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2617
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018416
  • Word
2617
31/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018416
საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიის დაბრუნების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2617

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, ,,Clean Energy Invest As “-ს და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასამშენებლო გარანტიის დაბრუნების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია „Clean Energy Invest As“-ის მიერ საქართველოს მთავრობას, ,,Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს დადებული ხელშეკრულებისა და 2014 წლის 13 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, 12 450 000.00 აშშ დოლარის ოდენობის სამშენებლო გარანტიის წარმოდგენის თაობაზე.

2. ასევე, მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია „Clean Energy Invest As“-ის მიერ საქართველოს მთავრობას, ,,Clean Energy Invest As“-სა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2011 წლის 10 ივნისს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად შემცირებული წინასამშენებლო გარანტიის (755 000.00 აშშ დოლარი) წარმოდგენის თაობაზე.

3. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით გაუქმდეს ,,Clean Energy Invest As“-ის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი წინასამშენებლო გარანტია 1 400 000.00 აშშ დოლარის ოდენობით.

 4. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                         ირაკლი ღარიბაშვილი