დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იბერკომპანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2620 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018413 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2620
2014 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იბერკომპანისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, აკადემქალაქის მიმდებარედ არსებული 3526 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - №01.10.13.040.089), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 800 000 (რვაასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „იბერკომპანის“ (ს/კ: №211358181).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით:
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე, ან/და მის ნაწილზე არანაკლებ 12 000 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა და კანონით დადგენილი წესით, ექსპლუატაციაში მიღება;
ბ.ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე, ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ასაშენებელი შენობა-ნაგებობ(ებ)ის ტერიტორიის კეთილმოწყობა, რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ, არ შემოიფარგლება) გარე განათებას, ასფალტის ან/და ბეტონისსაფარიან ტერიტორიას;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტს 3 (სამი) წლის ვადაში, არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შპს „იბერკომპანიმ“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარუდგინოს 300 000 ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები