გ. კურტანიძისათვის საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • Word
გ. კურტანიძისათვის საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2622
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018411
  • Word
2622
31/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018411
გ. კურტანიძისათვის საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2622

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 გ. კურტანიძისათვის საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. „შემ­ს­ყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგი­ებ­ში ლიცენ­ზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკო­ორდი­ნირე­ბე­ლი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგ­ვი­ს­ტოს №484 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შემ­ს­ყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლო­გიებ­ში ლიცენ­ზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკო­ორდი­ნირე­ბე­ლი კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №2 სხდომის ოქმი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავ­რობასა და კომპანია Microsoft-ს შორის დასადებ შემდეგ ხელშეკრულებებზე: „Business and Services Agreement“, „Get Genuine Windows Agreement for Large Organizations (Indirect)“ და „Enterprise Agreement“ საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს სსიპ - საფინანსო-ანალიტი­კური სამსახურის უფროსს გიორ­გი კურტანიძეს.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ფინანსური რესურსის მოძიება ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითე­ბუ­ლი ხელშეკრულებების ხელმოწერიდან და კომპანია Microsoft-ის ოფი­ციალურ წარმომადგენელთან გასაფორმებელი შესყიდვის ხელშეკ­რუ­ლე­ბიდან წარმოშობილი ვალდებულებე­ბის შესრულებისა­თვის.

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი