დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2100 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2553 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018364 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2553
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2100 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2100 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში – დეპარტამენტი) 2014-2015 წლებში უზრუნველყოს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარე ჩანჩქერთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული, 2014-2015 წლებში განსახორციელებელი საპროექტო მომსახურების დაფინანსება განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები