საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2560
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018363
  • Word
2560
30/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018363
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2560

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, ვადიან სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1.  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, შპს „ქეთა 1971“-ს (ს/კ 405013006) არა უმეტეს 1 წლის ვადით, სასადილოს მოსაწყობად, გადასცეს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-11 კმ-ზე მდებარე შენობა-ნაგებობის მე-6 სართულზე არსებული 254 კვ.მ ფართი (საკადასტრო კოდი: 01.72.14.034.182) და სასადილოს ინვენტარი.

2. ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასური განისაზღვროს  „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                             ი. ღარიბაშვილი