სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2558
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018361
  • Word
2558
30/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018361
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2558

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (გაუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის 330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 18 დეკემბრის 5/49495) ახალციხის მუნიციპალიტეტში, ვალეში, რუსთაველის ქ. 2-ში მდებარე 3000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული ობიექტი 1-ის (სახანძრო), განაშენიანების ფართით - 202,3 კვ.მ, ობიექტი 2-ის (სახანძრო), განაშენიანების ფართით -178,1 კვ.მ, ობიექტი 3-ის (ყოფილი სათავსო), განაშენიანების ფართით -19,7 კვ.მ, ობიექტი 4-ის (საწვავის საწყობი), განაშენიანების ფართით 11,1 კვ.მ, ობიექტი 5-ის (ფანჩატური), განაშენიანების ფართით - 6,6 კვ.მ, ობიექტი 6-ის (რეზერვუარი), განაშენიანების ფართით - 4,1 კვ.მ, ობიექტი 7-ის (რეზერვუარი), განაშენიანების ფართით - 2,9 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - 62.15.53.202) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                        ი. ღარიბაშვილი