„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1765
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 11/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 380.000.000.05.001.001.907
  • Word
1765
23/06/2005
სსმ, 36, 11/07/2005
380.000.000.05.001.001.907
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

               მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ.11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიწის მინაკუთვნის ზომებსა და მისი გამოყენების პირობებს კონკრეტული გეოლოგიური და სამთოტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით განსაზღვრავს სამინისტრო.

3. ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის არსებობის ან აღმოჩენის შემთხვევაში, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისას პრეტენდენტებს შორის თანაბარი პირობების არსებობისას მიწის მესაკუთრე სარგებლობს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღების უპირატესი უფლებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. ამასთან, წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებულმა სუბიექტმა სამინისტროს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც დამატებით აღინიშნება:

ა) განმცხადებელი საწარმოს მისამართი, მისი სამეურნეო ურთიერთობები საწარმოო და საფინანსო პარტნიორებთან;

ბ) მონაცემები განმცხადებელი საწარმოს ხელმძღვანელის ან მფლობელის შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ამ საწარმოს ლიცენზიის მიღებისას;

გ) განმცხადებელი საწარმოს ფინანსური შესაძლებლობანი;

დ) განმცხადებელი საწარმოს ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობანი, აგრეთვე იმ საწარმოთა შესაძლებლობანი, რომლებიც მიზიდული არიან როგორც მენარდეები; ინფორმაცია განმცხადებელი საწარმოს განვლილი საქმიანობების შესახებ, იმ სახელმწიფოთა სიის ჩათვლით, სადაც იგი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე საქმიანობდა;

ე) განმცხადებელი საწარმოს წინადადებანი წიაღით სარგებლობის პირობების შესახებ;

ვ) წიაღის შესახებ ინფორმაციის ფლობის სამართლებრივი ასპექტები.“.

3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წიაღით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს 1/4 ფორმატის, შუაზე გაკეცილ სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. მის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი. გერბის ქვეშ თანმიმდევრობით გაკეთებულია წარწერები: „საქართველო“, „წიაღით სარგებლობის ლიცენზია“, ლიცენზიის სერია _____ , №_____ , ტიპი ____ , ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი ____ წლის „____“ „_______“

გაცემულია ______________________________________________________________________________

                                                                      წიაღით სარგებლობის სახის და ძირითადი მიზნების

___________________________________________________________________________________________

                            სამთო სამუშაოთა წარმოების წესის (ღია, მიწისქვეშა და სხვა) აღნიშვნა

___________________________________________________________________________________მიზნით

___________________________________________________________________________________________

                             წიღის უბნის ადგილმდებარეობის დასახელება: ქალაქის, რაიონის, სოფლის

 

_________________________________________________________________________________________

 

ტერიტორიაზე და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას წიაღით სარგებლობაზე ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილ №№ __________________ წერტილებზე გამავალი სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის კონტურის შიგნით. ჩამოთვლილი წერტილების X, Y, H ზედა და H ქვედა კოორდინატების ცხრილი წარმოდგენილია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე.

სამთო/გეოლოგიური მინაკუთვნის ჰორიზონტალური პროექციის

ფართობია ____________ ჰექტარი, სამთო მინაკუთვნის

                          (სიტყვიერად)

მოცულობა ____________ კუბური მეტრი.

                          (სიტყვიერად)

წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული მიწის მინაკუთვნი დატანილია ლიცენზიის თანდართულ ტოპოგრაფიულ გეგმაზე. მისი ფართობია ___________ ჰა.

                                                                                                                         (სიტყვიერად)

 

მიწის მინაკუთვნი გამოყოფილია ან მიწათსარგებლობა ხდება

_________________________________________________________________________________________

 

საქართველოს ნორმატიული აქტის დასახელება და ნომერი

_________________________________________________________________________________________

 

საფუძველზე.

ლიცენზიის მოქმედების და წიაღით სარგებლობის ვადაა _____ წელი და წყდება __________ წლის „_____“ „_____________“.“.

4. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა

წიაღით სარგებლობის ლიცენზიის ფორმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1765-რს