დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 24 დეკემბრის №5 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2554 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018407 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2554
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 24 დეკემბრის № 5 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ
1. „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 24 დეკემბრის №5 სხდომის ოქმი.
2. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2014 წლის 24 დეკემბრის №5 სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული №1 გადაწყვეტილება.
3. ამ განკარგულების შესაბამისად, შესყიდვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №13 28 განკარგულებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციონირებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები