„საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ლ. იზორიას და შ. კვინიხიძის მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2562
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018406
  • Word
2562
30/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018406
„საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ლ. იზორიას და შ. კვინიხიძის მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №256 2

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ლ. იზორიას და შ. კვინიხიძის მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ

1 . საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-1 5 მუხლისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს 2014 წლის 12 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ნორვეგიის სამეფოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება.

2 . „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე.

პრემიერ-მინისტრი                      ი . ღარიბაშვილი