დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2563 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018404 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2563
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება ქალაქ ამბროლაურის, ქალაქ თელავის, ქალაქ რუსთავის, ქალაქ ახალციხისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებს, საახალწლო კონცერტის სცენის გაფორმებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვა, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები