დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2599 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018398 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2599
2014 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობები (RFP) (შემდგომში - მოწვევის პირობები).
2. მოწვევის პირობების, აგრეთვე, მისგან გამომდინარე დოკუმენტაციის, მათ შორის, შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციების საქართველოს მთავრობის სახელით „მოკლე სიაში“ შესული კანდიდატებისთვის წარდგენის, მოწვევის პირობებში ტექნიკური ხასიათის დაზუსტებების განხორციელების, აგრეთვე, მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე (მათ შორის, დანართებზე) ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს/მინისტრის მოადგილეს.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, შენებლობისა და ოპერირების შესახებ (BOT) წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი №1) და დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება (დანართი №2).
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №1375 განკარგულება.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
6. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 30 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
დანართი №1
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი
კომისიის შემადგენლობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი - კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – კომისიის წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - კომისიის წევრი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი – კომისიის წევრი;
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი - კომისიის წევრი;
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - კომისიის წევრი;
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი - კომისიის წევრი;
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ფოთი) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი - კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი.
დანართი №2
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის, საუკეთესო კანდიდატ(ებ)ის შერჩევის/გამოვლენის მიზნით.
2. კომისია, თავისი საქმიანობისას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
მუხლი 2. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის ინიციატივით.
2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები