დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „დარიალი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ნოემბრის №11/11/02 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2477 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018359 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2477
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „დარიალი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ნოემბრის №11/11/02 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „დარიალი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ნოემბრის №11/11/02 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობა:
„საქართველოს მთავრობას, შპს „დარიალ ენერჯის“, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის 19 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰიდროელექტროსადგურის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება, ამავე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები