დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2491 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018356 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2491
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის №2089 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი), „მესტიის აეროპორტის განვითარებისათვის განსახორციელებელი დამატებითი სამუშაოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 ოქტომბრის №1984 განკარგულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებისათვის საჭირო ღონისძიებები დაასრულოს 2015 წელს.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება 2013 – 2015 წლებში განხორციელდეს შესაბამისი წლიური საბიუჯეტო კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები