დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ქეიჯი ენერჯის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2495 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018397 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2495
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ქეიჯი ენერჯის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ქეიჯი ენერჯი“ (ს/კ №404897563) გათავისუფლდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეიჯი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 29 ნოემბრის №29/11/20 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ქეიჯი ენერჯის“ შორის 2011 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.2. და 5.2.3. პუნქტების შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოსა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქეიჯი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 29 ნოემბრის №29/11/19 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ქეიჯი ენერჯის“ შორის 2011 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.2 და 5.2.3 პუნქტების შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები