დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2496 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018396 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2496
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს რაგბის კავშირისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს რაგბის კავშირს“ (ს/კ N204874911) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ქუთაისში, კ. გამსახურდიას ქუჩა №63-ში (ნაკვ.№2) მდებარე 3839 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.05.25.386).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, ბუნებრივი საფარის მქონე სპორტული მოედნის (ფართით არანაკლებ 3500 კვ.მ) შექმნა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში;
ბ) პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, სპორტული მოედნის ღობისა და განათების მოწყობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში;
გ) ამ პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის დახარჯვა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები