დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს ,,გაზპრომ ექსპორტსა“ და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2499 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018351 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2499
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს ,,გაზპრომ ექსპორტსა“ და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტის თაობაზე
,,უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შპს ,,გაზპრომ ექსპორტს“ და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის დასადები ,,საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობებისა და პირობების შესახებ“ 2003 წლის 30 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების დამატება №21-ის პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები