დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონულ ფონდში (Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership Regional Fund - E5P) საქართველოს კონტრიბუციის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2500 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018393 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2500
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონულ ფონდში (Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership Regional Fund - E5P) საქართველოს კონტრიბუციის თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონულ ფონდში (Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership Regional Fund - E5P) საქართველოს კონტრიბუციის თაობაზე.
2. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონულ ფონდში (Eastern Europe Energy Efficiency and Environment Partnership Regional Fund - E5P) საქართველოს 2014 წლის კონტრიბუცია (100 000 ევრო) განხორციელდეს „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებები“ პროგრამული კოდით (53 03) გათვალისწინებული ასიგნებიდან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები