დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ოქტომბრის N1421 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2507 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018388 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2507
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ოქტომბრის №1421 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 ოქტომბრის №1421 განკარგულებაში და:
1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“.
2. განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციისა და აღჭურვილობისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების, საქონლის ან/და მომსახურების, ასევე შესაბამისი ავეჯის/ავეჯეულობისა და ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები