დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2510 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018345 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2510
2014 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტი“ (ს/კ: 204521375) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ინტელექტს“ შორის 2007 წლის 8 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულების 4.4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები