არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2512
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018328
  • Word
2512
26/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018328
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2512

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რაგბის კლუბი ,,თბილისისათვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ „რაგბის კლუბ „თბილისს“ (ს/კ №202453834) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 21840 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.06.007.071).

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი)წლის ვადაში:

 ა) სტანდარტული რაგბის მოედნის (ზომით 110მ X 70მ) და ტრიბუნის (არანაკლებ 500 მაყურებელზე), ასევე, არასტანდარტული ზომის რაგბის მოედნის (ზომა 60მX40მ) და კალათბურთის მოედნის (ზომით 22მX16მ) მოწყობა;

 ბ) ღია საცურაო აუზის (ზომით 30მX 20მ) მოწყობა;

 გ) შენობა-ნაგებობის აშენება (სადაც განთავსებული იქნება ადმინისტრაციის, თეორიული მეცადინეობის და სამედიცინო მომსახურების ოთახები);

 დ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ტერიტორიის კეთილმოწყობა;

 ე) ამ პუნქტის „ა“-,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის სამუშაოების განხორციელება.

 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი