საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ავტომობილთა რაოდენობის შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2527
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018330
2527
29/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018330
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ავტომობილთა რაოდენობის შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2527

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ავტომობილთა რაოდენობის შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ

„სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის დაშვებულ იქნეს გამონაკლისი სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვიდან და სამორიგეო ავტომობილთა რაოდენობა განისაზღვროს 30 (ოცდაათი) ავტომობილით, მათ შორის, 26 (ოცდაექვსი) მაღალი გამავლობის ავტომობილით.

პრემიერ-მინისტრი                                      ი. ღარიბაშვილი