„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბაძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბაძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 26/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016294
171
09/01/2015
ვებგვერდი, 09/01/2015
010240030.22.023.016294
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბაძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №171

2015 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17 ბაძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №17  ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 010240030.22.023.016142) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის კ1 ქვეპუნქტი:

,,კ1.გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა.“

2. .მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო.“

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

,, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამმართველო:

ა) ახორციელებს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობას და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობას.

ბ) შეიმუშავებს წინადადებებს გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით;

გ) ევროკავშირის გარემოს დაცვის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საქართველოში დანერგვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას ან/და ასეთი აქტების მომზადებაში მონაწილეობასა და ხელშეწყობას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სხვა უწყებებიდან შემოსული, აგრეთვე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, რომელიც უშუალოდ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას;

ე) ახორციელებს მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 26 იანვრიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიმაია ბითაძე