სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2546
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018323
  • Word
2546
29/12/2014
ვებგვერდი, 13/01/2015
000000000.00.003.018323
სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2546

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ (ს/კ: 205169066) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე : საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის 2012 წლის 20 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.7 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო ამავე ხელშეკრულების 5.2.3 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამ განკარგულების გამოცემიდან 20 (ოცი) დღის ვადაში უზრუნველყოფს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის თანახმადაც, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამ განკარგულების გამოცემიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით, განახორციელებს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მდებარე 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების „აკვაპარკისა“ და „ანაკლია-კიროვი 2“-ის საკაბელო მონაკვეთის ტერიტორიიდან გადატანას იმავე მიწის ნაკვეთის საზღვართან და პორტალისებური ლითონის ანძის დემონტაჟს, მის მიერ წარდგენილი პროექტის  შესაბამისად.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                         ი . ღარიბაშვილი