დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საკონსულტაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2458 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018315 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2458
2014 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საკონსულტაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლისათვის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით საჭირო საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები