„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1754
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 11/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 310.130.000.05.001.001.903
  • Word
1754
23/06/2005
სსმ, 36, 11/07/2005
310.130.000.05.001.001.903
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

                მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი, მუხ. 104) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებულ და დადგენილი წესით რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური დათვალიერება არ ჩაუტარდება, თუ მათ მფლობელებს ტრანსპორტის დარგში ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჰქონდათ ჯარიმა და არ გადაუხდიათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1754– რს