დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2404 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018295 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2404
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროცესის გაგრძელებისათვის აუცილებელი ავტომანქანებისა და მოწყობილობების შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 1 048 000 (ერთი მილიონ ორმოცდარვა ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები