დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სააქციო საზოგადოება „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2409 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018378 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2409
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა სააქციო საზოგადოება „უნივერსალურმა სამედიცინო ცენტრმა“ (ს/კ №405001466), ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტთათვის სამედიცინო მომსახურების უწყვეტ რეჟიმში მიწოდების მიზნით, 257 500 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს ამ განკარგულების №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული 16 2 (ას სამოცდაორი) დასახელების, სამედიცინო და საოფისე ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი სახსრებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები