დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2416 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018286 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2416
2014 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს შემდეგი საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში:
ა) ბიუროში არსებულ ლაბორატორიულ ტექნიკასთან თავსებადი, ქვეყნის გარეთ წარმოებული :
ა.ა) კონკრეტული ფირმის სახარჯი მასალები, სათადარიგო ნაწილები და აქსესუარები;
ა.ბ) პროგრამული უზრუნველყოფა;
ა.გ) პრეპარატები;
ა.დ) რეაქტივები;
ბ) საგამოცდო (მათ შორის, ტესტირების ნიმუშები) - საკვალიფიკაციო ტესტირება, ლაბორატორიათშორისი ტესტირება;
გ) შესადარებელი სტანდარტი;
დ) სტანდარტები (ნორმატიული დოკუმენტები);
ე) ლაბორატორიული ტექნიკის მწარმოებლის ოფიციალურად ავტორიზებული სერვის ინჟინრის მიერ აპარატურის შეკეთების, გეგმური და აუცილებელი სადიაგნოსტიკო და დაკალიბრების მომსახურება;
ვ) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებული სატრენინგო მომსახურება.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის №1237 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები