საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2418
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018376
  • Word
2418
24/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018376
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2418

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  სისტემაში ზოგიერთი საქონლისა  და  მომსახურების  სახელმწიფო  შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებ ის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელდეს:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფების მიერ სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე  დაკავებული  პირების, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელების სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ბ)  სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მოსამსახურეთა  ან/და  მათი  ოჯახის წევრთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, სამკურნალწამლო, სტომატოლოგიური და ლაბორატორიული საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრი                                 ი . ღარიბაშვილი