სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018371
2424
24/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018371
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 2424

2014 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა) რეგიონული განვითარების მე-3 პროექტისათვის (RDP-III) კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი და სოციალური გარემოს სტრატეგიული შეფასების ანგარიშის (SECHSA) მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;

ბ) რეგიონული განვითარების მე-3 პროექტის (RDP-III) ეკონომიკური ანალიზის დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;

გ) რეგიონული განვითარების მე-3 პროექტის (RDP-III) ფარგლებში გათვალისწინებული ქვეპროექტების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად მომსახურების შესყიდვა;

დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, 2014 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე , სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის ე-3 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული ქვეპროექტებიდან პირველი 5 (ხუთი) ქვეპროექტისათვის ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელება;

ვ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების, გარდა ამავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული ქვეპროექტებიდან პირველ 5 (ხუთი) ქვეპროექტთან დაკავშირებული ღონისძიებებისა, განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელება.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს წინადადებები 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი                                 . ღარიბაშვილი