„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 191
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 128, 13/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.000.832
  • Word
191
12/09/2007
სსმ, 128, 13/09/2007
430.210.000.10.003.000.832
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №191

2007 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 250 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოფელი/დაბა – 1,40;

გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,7.“;

გ) მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქის სკოლაში – 250 ლარი;“.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი