დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016083 |
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დ.ა) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №31 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 25/12/2014; 190020020.35.147.016081) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის შემოსავლები 1777.0 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის გრანტები 1 777.0 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის სხვა შემოსავლები 0,0 ათასი ლარის ოდენობით
ვ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის ხარჯებიგანისაზღვროს 1 792.4 ათასი ლარით
ზ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ი) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 6,0 ათასი ლარის ოდენობით.
კ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 1,0 ათასი ლარის ოდენობით.
ლ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. დევნილთა კოტეჯებში დაზიანებული იატაკების შეკეთება (პროგრამული კოდი 02 01 01) პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა კოტეჯებში დაზიანებული (ჩამტვრეული) იატაკების შეკეთებას, რის შედეგადაც გაუმჯობესდება დევნილთა სოციალური პირობები. 2. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 04 00) აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 2.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2015 წლის განმავლობაში 300 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. 2.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2.2.1. კულტურის სახლის და ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი04 02 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას.კულტურის სახლში მოქმედებს ქორეოგრაფიული წრეები. 3. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. 3.1 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 3.1.1 ერედვის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადებისთვის (პროგრამული კოდი 050101) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი კომუნალური გადასახების გადასახდელად 50 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში. 3.1.2 მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 050102) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგულის ოჯახზე ფინანსური დახმარება კანონმდებლობის თანახმად. 3.1.3 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 05 01 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყოველი ახალშობილის ოჯახზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით. 3.1.4 მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 05 01 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ გარდაცვლილის ოჯახზე 500 ლარის ოდენობით. 3.1.5 კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა დახმარება ზამთრის სეზონისთვის(პროგრამული კოდი 05 01 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში, თითოეულ კოტეჯზე სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით. 3.1.6 იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის საახალწლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 05 01 06) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საახალწლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარება 60 ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ ერედვის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში. 3.1.7 პირები რომლებიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროს გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი (პროგრამული კოდი 05 01 07) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კონფლიქტის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაფინანსება 100 ლარის ოდენობით. 3.1.8 80 და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 05 01 08) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 80 და მეტი წლის ასაკის მოხუცებულთადახმარება 100 ლარის ოდენობით. 3.1.9 მეორემსოფლიოომისვეტერანთადახმარება (პროგრამული კოდი 05 01 09) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება 100 ლარის ოდენობით. მ) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 12. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2015 წლის ასიგნებები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები