სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ

სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018270
2452
25/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018270
სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 452

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

  სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნებისათვის ერთჯერადი გასაცემლის სახით დაფინანსების შესახებ

  ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, სოფლის ექიმებისა (350 ლარის ოდენობით) და სოფლის ექთნებისათვის (250 ლარის ოდენობით), ერთჯერადი გასაცემლის სახით (მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისა), „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „ჯანმრთელობის დაზღვევის“ პროგრამიდან (პროგრამული კოდი: 35 03 01) განახორციელოს „სოფლის ექიმის“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 03 04 08) „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში 2014 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით დაკონტრაქტებული პირებისათვის 820 000 ლარის ფარგლებში თანხის გაცემა.

 

პრემიერ-მინისტრი                                           ირაკლი ღარიბაშვილი