დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018278 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2387
2014 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
ჰიდროელექტროსადგურ „ნენსკრას“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესისშესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად,მოწონებულ იქნეს სს „საპარტნიორო ფონდს“, სს „ნენსკრას“ და სამხრეთ კორეულ კომპანია „Korea Water Resources Corporation“-ს შორის პროექტის ერთობლივი განვითარების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები