დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2392 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018272 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №23 92
2014 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ , გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , მიმდინარე წელს განახორციელოს სს „აი თი დი სი“ -სგან სსიპ -საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინტერნეტგვერდის მოდიფიკაციის (რედაქტირება, ცვლილებების შეტანა) მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა .
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება მოხდეს სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი - 49 01, „საინვესტიციო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა“).
3. „გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მომსახურების გამწევი გათავისუფლდეს გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები