საქართველოს საპატრიარქოსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს საპატრიარქოსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018273
  • Word
2393
23/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.003.018273
საქართველოს საპატრიარქოსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2393

2014 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

    საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებული სასწავლო და საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებების სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქარ­თვე­ლოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 542 000 (ხუთას ორმოცდაორი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა) ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის სახ. სკოლა-პანსიონისათვის - 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

ბ) ა(ა)იპ - ვანისა და ბაღდათის ეპარქიის კულტურისა და სულიერების განვითარების ცენტრისათვის - 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ა(ა)იპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმა­დიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინა­რიისათვის - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ) ა(ა)იპ - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკო­ლისათვის - 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი;

ე) ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათ­ლის­მცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიისათვის - 10 000 (ათი ათასი) ლარი.

 

      პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი