დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.023.016292 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 1 ოქტომბრის №76 ბრძანებით (სსმ, ვებ-გვერდი, 03/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.023.016201) დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
,,მუხლი 1. მინისტრის აპარატის უფროსი
მინისტრის აპარატის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში; გ) კონტროლისა და ანალიზის ამოცანებზე მუშაობის გამოცდილება; დ) ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება; ვ) გამორჩეული ანალიტიკური უნარები; ზ) ინფორმაციის მოგროვებისა და გაზიარების უნარი; თ) საოფისე და სხვა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ი) რთულ პირობებში მუშაობისა და შეზღუდულ დროში შედეგების მიღების უნარი; კ) დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები; ლ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №22 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების ცოდნა; მ) ოფიციალური და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების გამოცდილება; ნ) დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან (საელჩოებთან) თანამშრომლობის გამოცდილება’’. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები