საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240020.32.057.016191
38
31/12/2014
ვებგვერდი, 06/01/2015
010240020.32.057.016191
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №38

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. 2015 წლის 10 იანვარს ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო. 
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები და სამართლებრივი შედეგები განისაზღვროს ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად.
3. 2015 წლის 10 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №40 დადგენილება.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე