ამბროლაურის მუნიციპალლიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალლიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016244
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01
06/01/2015
ვებგვერდი, 09/01/2015
010250050.35.117.016244
ამბროლაურის მუნიციპალლიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/01/2015 - 03/02/2015)

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №01

2015 წლის 6 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა.გ” ქვეპუნქტის  და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა, მათი გამოსახულებები და აღწერილობები დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი




ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის აღწერილობა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარის ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომელზეც მოთავსებულია ორი ძოწისფერი ვაზის ფოთლიანი სტილიზებული ძოწისფერი ყურძნის მტევანი. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი ძოწისფერ ველზე.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია „ამბროლაური“ ბაფთის სარჩული არის ძოწისფერი.

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

მართკუთხა ნაჭერს, პროპორციით 2/3;

დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. პირველს უჭირავს დროშის 2/3 და ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი. მეორე ნაწილს უჭირავს დროშის 1/3 და წარმოადგენს ვერცხლის ველს.