დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.107.016160 |
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №12 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.08.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.107.016134) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გამგეობის სტრუქტურული ერთეული 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის გამგეობის სამსახური, რომელებიც შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებენ გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს; 2. სტრუქტურული ერთეული საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად; 3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური; დ) ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური; ე) კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; ვ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; ზ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური; თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური. ი) შიდა აუდიტის სამსახური. 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს დამტკიცების მიზნით“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 10 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები