პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3004-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 15/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.017606
3004-რს
26/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
240110000.05.001.017606
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

  2. 28-ე და 29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა

  1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია არსებითი შეუსაბამობა, −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარამდე.

  2. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია კრიტიკული შეუსაბამობა, −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარამდე.

 

  მუხლი 29. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა

  1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

  2. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.

  3. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.

  4. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.“.

  3. 31-ე მუხლის:

  ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ფარულად ექსპლუატაცია“;

  ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) ფარულად ექსპლუატაცია −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.“.

  4. 32-ე მუხლის:

  ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ფარულად ექსპლუატაცია“;

  ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის ფარულად ექსპლუატაცია −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.“.

  5. 34-ე მუხლის:

  ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა“;

  ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, მარცვლეულის შესანახი და გადამამუშავებელი საწარმოს (წისქვილკომბინატის) მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.“.

  6. 35-ე მუხლის:

  ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა“;

  ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ბუნებრივი გამოქვაბულის ან მღვიმის, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობის, ლიფტის, ესკალატორის მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.“.

  7. 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 37. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში (წისქვილკომბინატში) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა

  1. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში (წისქვილკომბინატში) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.

  2. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, მარცვლეულის შესანახ და გადამამუშავებელ საწარმოში (წისქვილკომბინატში) მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.

 

  მუხლი 38. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა

  1. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით.

  2. ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება, ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა −

  გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2014 წ.

N3004-რს