„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3006-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 15/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 380000000.05.001.017600
3006-რს
26/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
380000000.05.001.017600
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. 38-ე მუხლის:

    ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) დაიცვან წიაღის ის უბნები, რომლებიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული საინჟინრო ნაგებობების, მიწისქვეშა საცავების, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ნაგავსაყრელების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოსაწყობად;“;

    ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „პ) არ დაუშვან სასმელი წყლითა და ტექნიკური წყლით მომარაგების სათავო ნაგებობებთან ახლოს და მათი წყალშემკვრელი ფართობების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება;“.

    2. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 45. მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი

  წიაღში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი მოთხოვნები:

  ა) ნარჩენების მართვა განხორციელდება მკაცრად დადგენილ საზღვრებში, იმ პირობით, რომ ავარიული სიტუაციის შექმნისას თავიდან იქნება აცილებული მათი სამთო გვირაბებში, დედამიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში მოხვედრა;

  ბ) ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება განხორციელდება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს წიაღისა და გარემოს სხვა კომპონენტების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას;

  გ) უზრუნველყოფილი იქნება ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და გარემოს მდგომარეობის კონტროლის მუდმივი სისტემის არსებობა, აგრეთვე ავარიის შემთხვევაში მიღებული იქნება ეფექტიანი ზომები მოსახლეობის დაცვის და მისთვის ავარიის შესახებ დროული შეტყობინების მიზნით.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2014 წ.

N3006-რს