დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450040000.32.057.016190 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: |
1.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 14 აპრილის №18 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შეიქმნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი (საბჭოს თავმჯდომარე); ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი; ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე; ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი; თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქთმშენებლობის დეპარტამენტის უფროსი.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები