დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.106.016149 |
|
„ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2551 განკარგულების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2013 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.106.016099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
49.4 ათასი ლარით იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, კერძოდ: |
ა)
49.4 ათასი ლარი შემოსავალი მუხლიდან „გრანტები“ (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი); |
2.
4.0 ათასი ლარით მცირდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯები, კერძოდ: |
ა)
პრიორიტეტის ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ ასიგნებები 4.0 ათასი ლარით (პროგრამული კოდი 01 00), კერძოდ: |
ა.ა)
4,0 ათასი ლარით მუნიციპალიტეტის გამგეობის (პროგრამული კოდი 01 02) ასიგნება, აქედან: 4,0 ათასი ლარი - ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლის ,,საწვავ/საპოხი მასალების შეძენა“ ასიგნება. |
3.
შემოსულობების ზრდით მიღებული ასიგნებები 49.4 ათასი ლარი და გამოთავისუფლებული ასიგნებები 4,0 ათასი ლარი, სულ 53,4 ათასი ლარი მიიმართება შემდეგ ღონისძიებათა დასაფინანსებლად: |
ა)
პრიორიტეტის ,,წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“ (პროგრამული კოდი 01 00) ასიგნებებზე 2,9 ათასი ლარი, კერძოდ: |
ა.ა)
2,9 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის გამგეობის (პროგრამული კოდი 01 02) ასიგნებაზე, აქედან: 2,9 ათასი ლარი - მუხლის ,,შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება“ ასიგნება; |
ბ)
პრიორიტეტის ,,ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 00) ასიგნებებზე 49,4 ათასი ლარი, კერძოდ: |
ბ.ა)
1,8 ათასი ლარი ქვეპროგრამის ,,გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ (პროგრამული კოდი 03 01 01) ასიგნება, აქედან: 1,8 ათასი ლარი - მუხლის ,,ოფისის ხარჯები“ ასიგნება; |
ბ.ბ)
13,1 ათასი ლარი ქვეპროგრამის ,,ხიდების, ხიდ-ბოგირების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ (პროგრამული კოდი 03 01 02) ასიგნება, აქედან: 12,9 ათასი ლარი - მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება, 0,2 ათასი ლარი - მუხლის ,,ოფისის ხარჯები“ ასიგნება; |
ბ.გ)
0,1 ათასი ლარი ქვეპროგრამის ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 02 03) ასიგნება, აქედან: 0,1 ათასი ლარი - მუხლის ,,ოფისის ხარჯები“ ასიგნება; |
ბ.დ)
0,9 ათასი ლარი ქვეპროგრამის ,,სანიაღვრე არხების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია“ (პროგრამული კოდი 03 01 04) ასიგნება, აქედან: 0,9 ათასი ლარი - მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება; |
ბ.ე)
33,5 ათასი ლარი პროგრამის ,,სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 03 04) ასიგნება, აქედან: 33,5 ათასი ლარი - მუხლის ,,არაფინანსური აქტივების ზრდა“ ასიგნება; |
გ)
პრიორიტეტის ,, კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“ ასიგნებებზე 1,1 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00), კერძოდ: |
გ.ა)
1,1 ათასი ლარი ქვეპროგრამის ,,ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობას“ (პროგრამული კოდი 05 02 04) ასიგნებაზე, აქედან: 1,1 ათასი ლარი - მუხლის ,,სუბსიდია“ ასიგნება (შპს ,,ხობის მოამბეს“ სუბსიდია). |
| მუხლი 2 |
დადგენილების თავი I, თავი, II, თავი III დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
თავი I
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8585.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3157.6 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 427.5 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6598.9 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1989.7 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 160.7 ათასი ლარით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული ფორმით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 157.2 ათასი ლარით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 221.6 -ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 178.9 -ით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0-ით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება -114.5 ათასი ლარით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 90.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 220.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
,,საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზრვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 108.9 ათასი ლარი; |
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 108,1 ათასი ლარი; |
გ)
,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3,0 ათასი ლარი; |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქრთველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი, ავტოსატრანსპორტო შემთხვევები და სხვა ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის სტიქიური უბედურებები) სალიკვიდაციოდ პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. ხანძრის ჩაქრობისა და სამაშველო ღონისძიებების მაღალპროფესიული უზრუველყოფისათვის პირადი შემადგელობის ტექნიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფა. თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის მიზანია საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქმედითუნარიანობის ამაღლება, სამაშველო–საავარიო ტექნიკით უზრუნველყოფა, ხანძრების დროს მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენის პროცენტული მაჩვენებლების ზრდა, ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, პირადი შემადგენლობის კანონით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი უფლების დაცვა. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
პროგრამით ხორციელდება მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, წვევამდელთა ჯამრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ასფალტის საფარიანი გზების მოვლა–შენახვა, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის სკვერებისა და პარკების, ქუჩებისა და მოედნების დასუფთავების ღონისძიებები, გარე განათების მოვლა-შენახვა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: |
ა.ა)
გზების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, ასფალტის საფარიანი გზების მოვლა-შენახვა. |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: |
ბ.ა)
მუნიციპალიტეტის დასუფთავება და განათება (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. ხობშის ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, ნაგავსაყრელი პოლიგონის გამართული ფუნქციონირება, განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და ახალი ქსელების მოწყობა. |
ბ.ბ)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წყლის სისტემების ექსპლოატაცია, სოფ. ყულევში სასმელი წყლის შეზიდვა. |
ბ.გ)
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქტივების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
აღნიშნული პროგრამის მიხედვით განხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, სახურავების რეაბილიტაცია, ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობა. |
ბ.დ)
საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04)
რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. |
გ)
მოსახლეობის, მათ შორის მეციტრუსეობის დარგში დასაქმებულის, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში იწარმოებს მოსახლეობის მიერ ჩაბარებულ ყოველ კილოგრამ სტანდარტულ ციტრუსზე დამატებით 0,15 ლარის გადახდა, ამავე პროგრამით მოხდება ბუნებიდან სათანადო ნებართვით მტაცებელი ცხოველების ამოღება. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი"-ს მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრი"–ს მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი არის სკოლამდელი განათლება, რაც თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. |
ა)
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს 30 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 1092-მდე ბავშვი. ხორციელდება ღონისძიებები საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაზე, მათ რეაბილიტაციაზე და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის განახლებაზე. |
ბ)
მოსწავლე–ახალგაზრდობის კლასგარეშე და სკოლის გარეშე მუშაობის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 03)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი"-ს მეშვეობით მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლისგარეშე მუშაობის ორგანიზებას მომავალ თაობასთან, ხორციელდება სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესების და მასობრივი მუშაობის საინფორმაციო მეთოდური უზრუნველყოფა, სხვადასხვა სახის სასწავლო, შემეცნებითი, სახელოვნებო კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, ტურების, ფესტივალების მოწყობა და ნიჭიერ მოზარდთა გამოვლენა. ინტელექტუალური, სახელოვნებო, სასპორტო და სხვა მიმართულებებით ჩამოყალიბებული სექციებისა და ჯგუფების მუშაობის უზრუნველყოფა. |
გ)
პროფესიული სწავლება (პროგრამული კოდი 04 04)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრი"–ს მეშვეობით ხორციელდება ახალგაზრდობის პროფორიენტაციის პროგრამა. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის მეშვეობით ახდენს სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, ახორციელებს კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებს, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობ და სანახაობრივ ღონისძიებებს. ხელს უწყობს საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, წარმატებული სპოტსმენების წახალისებას, ნიჭიერ ბავშვებს და ახალგაზრდებს მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება. იზრდება ჩატარებილი კულტურული ღონისძიებების რაოდენობა და ახალგაზრდობის ჩართულობა კულტურულ ღონისძიებებში. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირების ჩატარება, სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, სპორტის სახეობების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. |
ა.ბ)
ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთის" ხელშეწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 01 02)
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი“–ს სუბსიდირება, უზრუნველყოფს სპორტის უმნიშვნელოვანესი სახეობის ფეხბურთის პოპულარიზაციას და გუნდის მომზადებას საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის. |
ა.გ)
სტადიონების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ქალაქსა და სოფლებში არსებული მარტივი ტიპის მოედნების ექპლოატაცია და რეაბილიტაცია. |
ა.დ)
ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელსეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა“, სადაც 11 ასაკობრივ ჯგუფებში გაერთიანებულია 216 ბავშვი, სკოლის გუნდები მონაწილეობას იღებენ სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონების ტურნირებში. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.ა)
კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც აერთიანებს 13 ბიბლიოთეკას, 3 მუზეუმს, 7 სასოფლო კლუბსა და 3 კულტურის სახლს. ცენტრი ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას. |
ბ.ბ)
ძეგლთა დაცვის ხარჯები (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, საჭირო შემთხვევაში არქეოლოგიური კუთხით სადაზვერვო სამუშაოების წარმოებისათვის, წარმოებს გამოფენების ორგანიზება. |
ბ.გ)
კულტურული მემკვიდრეობის ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ტარდება ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის მონაწილეობით ადგილობრივი ფოლკლორის, ხალხური ტრადიციების გამოვლენისა და პოპულარიზაციის მიზნით კონკურსები, გათვალისწინებულია მოეწყოს მეგრული ფოლკლორისა და რეწვის საღამო. |
ბ.დ)
ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სუბსიდირებას უწევს შ.პ.ს. ,,ხობის მოამბე“–ს, რითაც ხელი ეწყობა მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებას მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. |
გ)
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მხარეთმცოდნეობის კუთხით ლაშქრობების მოწყობა, ახალგაზრდული დღეების გამართვა, ექსკურსიების მოწყობა, ახალგაზრდობისათვის სხვადასხვა თემატურ საკითხებზე შეხვედრების მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. |
დ)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ხობის ხარების დედათა მონასტრის ფინასური მხარდაჭერა. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელსეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადსხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას, ერთიანი სახერლმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები (პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა; დაავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება.) იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა ( იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგებადადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაცინათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიტოების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა (წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დაგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები (წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა.) პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა (მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა (მალარიის დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება). სანიტარული ღონისძიებები (საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-საარმზრდელო დაწესებულებებსი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. |
ბ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიატულო მომსახურების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებასა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. |
ბ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სოციალურად შეჭირვებული ადამიანებისათვის ფაქტიური საოპერაციო ხარჯების 50 %-ის დაფარვა, არამუმეტეს 2000 ლარისა, ასევე დიალეზით დაავადებულთაბ სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ბ.ბ)
სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯები) (პროგრამული კოდი 06 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ომის ვეტერანთა და დევნილთა დაღუპვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისათვის დახმარების გაწევა. |
ბ.გ)
ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (9 მაისის ერთჯერადი დახმარება) (პროგრამული კოდი 06 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ბ.დ)
მრავალშვილიანი ოჯახებისა (4 შვილი და მეტი), დედ-მამით ობოლი ბავშვების და 100 წელს გადაცილებულთა ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა 4 და მეტი შვილზე 85 ოჯახს, 100 წელზე უხნესს 7 პიროვნებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
ბ.ე)
უმწეოთა სასადილო და ხანდაზმულთა ბინაზე მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“–ს სუბსიდიის მოცულობა შეადგენს 88.6 ათას ლარს. სასადილო ემსახურება 120 ბენეფიციარს, ხოლო ბინაზე მომსახურება ეწევა 90-მდე მარტოხელას. |
ბ.ვ)
ბავშვის შეძენასთან დაკავშირებული ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03 06)
ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილია სულ 36.0 ათასი ლარი, ერთ ბავშვის შეძენისას გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 ლარი, ხოლო ყოველ მესამე და ზევით შვილზე 300 ლარი. |
ბ.ზ)
უმწეო კატეგორიაზე სასმელი წყლის ხარჯის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 03 07)
ქვეპროგრამის ფარგლებში 0-57000 სარეიტინგო ქულის მქონეთ ეწევა დახმარება, რაც მოიცავს 130-მდე ოჯახს, რომელთა სულადობა 600-მდეა, გამოყოფილია 2014 წელს 6.0 ათასი ლარი. |
გ)
უმწეოთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეწევა სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ერთჯერადად 50-200 ლარის ფარგლებში, 2014 წელს გამოყოფილია 55.0 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
დ)
ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ერთჯერადად, სტიქიური მოვლენებითა და ხანძრით დაზარებული მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის, გასაცემი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 3000 ლარს და გაიცემა ერთჯერადად, მუნიციპალიტეტის საკრებულოზე დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
თავი III
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები