საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი 555-5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016305
555-5
16/07/2013
ვებგვერდი, 09/01/2015
480610000.03.030.016305
საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

საქართველოს მთავრობა და მონტენეგროს მთავრობა, შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი,

 

სურთ რა საქართველოსა და მონტენეგროს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობა,

 

აცნობიერებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ქვეყნის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის,

 

აღიარებენ რა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნის მნიშვნელობას,

 

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

1.  მხარეები ეცდებიან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და განვითარებას ორივე ქვეყნის ისტორიის და კულტურის უკეთესად გაგების ხელშეწყობის მიზნით.

2. ტურიზმის სფეროში, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას, მხარეები ახორციელებენ ამ შეთანხმების, მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დაცვით, რომლის მონაწილე მხარეებსაც წარმოადგენენ საქართველო და მონტენეგრო.

 

მუხლი 2

მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა და მონტენეგროს იმ მეწარმეებს და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დაწყებას და განვითარებას, რომლებიც მონაწილეობენ ტურიზმის განვითარებაში, ახორციელებენ ინვესტიციებს მოცემულ სფეროში  და აწარმოებენ ერთობლივ საქმიანობას.

 

მუხლი 3

მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი საქმიანობის მეშვეობით:

 

a)      ორგანიზებული ჯგუფური და ინდივიდუალური ტურიზმის წახალისებით ორ ქვეყანას შორის;

b)      ერთობლივი საქმიანობისა და პროექტების მხარდაჭერით;

c)      ექსპერტების გაცვლით;

d)     ინფორმაციის გავლით;

e)      ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობით.

 

მუხლი 4

მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას შემდეგ სფეროებში:

 

a)  ტურიზმის სტატისტიკა;

b)  საგანმანათლებლო პროგრამები, კონფერენციები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები  ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში;

c)   წამახალისებელი ღონისძიებები;

d)  საინვესტიციო შესაძლებლობები;

e)   ტურიზმის ტენდენციები და სიახლეები;

f)   ტურიზმის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები.

 

მუხლი 5

მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთთანამშრომლობას საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის და ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში სპეციალიზირებული სტუდენტების, ექსპერტებისა და მეცნიერების ურთიერთგაცვლას.

 

მუხლი 6

1.  მხარეები შექმნიან შერეულ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ შეთანხმების დებულებების სათანადოდ განხორციელებაზე და ეცდება ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მისი განხორციელებისას.

2.  შერეული კომისიის წევრები იქნებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებსაც დანიშნავენ მხარეები.

3.  შერეული კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართება ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.

4.  პირველი შეხვედრისას შერეული კომისია შეიმუშავებს დებულებებს, რომლებითაც განისაზღვრება მისი საქმიანობის მარეგულირებელი პროცედურები.

5.  თითოეული მხარის წარმომადგენელი თავმჯდომარეობას გაუწევს კომისიას.

6. შერეული კომისიის შეხვედრები გაიმართება საჭიროებისამებრ, რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცვლეობით, საქართველოში და მონტენეგროში.

7.  შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის წარმოშობილი დავის შერეული კომისიის მიერ მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით.

 

მუხლი 7

ამ შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-8 მუხლის თანახმად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 8

1.   ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ.

2.  ეს შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთ) წლიანი პერიოდებით. თუ რომელიმე მხარემ, მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე,

 

წერილობით არ განაცხადა  თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება.

 

 

 

შესრულებულია 2013 წლის 16 ივლისს ქ. პოდგორიცაში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, მონტენეგრულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

 

  საქართველოს მთავრობის

სახელით

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

 

ალექსი პეტრიაშვილი

მონტენეგროს მთავრობის

სახელით

 

მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის მინისტრი

 

 

 

ბრანიმირ გვოზდენოვიჩი