დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20-87 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210010010.35.101.016105 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/01/2015 - 29/12/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებიდან და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დაწესებული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. |
2.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურები და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობები მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციის ასლს გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ. |
3.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატიდან საჯარო ინფორმაცის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათის გარდა, წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის ოდენობა შეადგენს 5 გვერდს A4 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლის გადაღებისათვის. |
4.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურებიდან და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონული გამგეობებიდან, 2015 წლის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის გარეშე გაიცემა ის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, რომლის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა არ აღემატება 2 ლარს. |
5.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №15 დადგენილება; ბ) ,,ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და ქ. თბილისის რაიონული გამგეობების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2014 წლის 11 თებერვლის №05.02.173 დადგენილება; |
6.
დადგენილება ძალაში შედის 2015 წლის 1 იანვარს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები