დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20-83 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.101.016092 |
20-83
30/12/2014
ვებგვერდი, 05/01/2015
210070000.35.101.016092
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ერთჯერადად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განხორციელდეს კორექტირება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების, ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში - აბონენტი) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის (შემდგომში - მოსაკრებელი) დარიცხვის თარიღში, რომელთაც 2014 წლის 22 სექტემბრიდან 2014 წლის 12 დეკემბრამდე მოსაკრებელი დაერიცხათ (განხორციელდა კორექტირება) მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე და ერთჯერადად დარიცხვის პერიოდი აღემატება ერთ თვეს. |
| მუხლი 2 |
პირველ მუხლში აღნიშნულ აბონენტზე მოსაკრებლის დარიცხვის (კორექტირების) ათვლის თარიღად განისაზღვროს ობიექტის შემოწმების თარიღი, იმ დროისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. |
| მუხლი 3 |
წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში აბონენტები ვალდებულნი არიან მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის ცვლილების მიზნით მიმართონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს ან მოსაკრებლის გადახდევინებისათვის (ამოღებისათვის) უფლებამოსილ იურიდიულ პირს. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები