დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მარკეტინგის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20-92 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.016093 |
20-92
30/12/2014
ვებგვერდი, 06/01/2015
010260030.35.101.016093
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მარკეტინგის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის “ბ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მარკეტინგის თანდართული სტრატეგია. |
2.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მარკეტინგის სტრატეგიის რეალიზაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების განხორციელება. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ თბილისის მარკეტინგის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2010 წლის 29 მარტის N3-19 გადაწყვეტილება. |
4.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები